logo
ENG



3 ახალშობილს, რომლებიც მარნეულიდან გადმოიყვანეს, ვირუსი არ დაუდასტურდა - რატიანი

29 მარ 202000:15
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული სულ 16 პაციენტი იმყოფება. 

რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა 2 პაციენტის ჯანმრთელობა ასაკითა და თანმდევი დაავადებებით არის გართულებული. 

"ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებული 16 პაციენტი გვყავს. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა მეტნაკლებად მძიმეა, ვინაიდან ამ ვირუსის ბუნება სამწუხაროდ უცნობია. კერძოდ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა. გარდა ამისა, გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომლებიც არიან მოთავსებული კრიტიკული დეპარტამენტის განყოფილებაში. 62 წლის ქალბატონი გადმოყვანილია მარნეულიდან", - განაცხადა ლევან რატიანმა. 

კლინიკის დირექტორმა ასევე კორონავირუსის სპეციფიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის. მანვე მოქალაქეებს მოუწოდო სოციალური დისტანციისკენ

"ეს არის საკმაოდ მსხვილი მოლეკულის მქონე ვირუსი. ანუ ამ ვირუსის გავრცელება მხოლოდ წვეთით არის შესაძლებელი. ვირუსი არ არის ჰაერწვეთოვანი. სწორედ ამიტომ არის აუცილებელია სოციალური დისტანცია, მათ შორის საუბრის დროს 2 მეტრამდე უნდა იყოს ეს დისტანცია", - ამბობს რატიანი.

გარდა ამისა, მან იმ 3 ახალშობილზეც ისაუბრა, რომლებიც მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. რატიანის ინფორმაციით, მათ კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ.

"რაც შეეხება სამ ახალშობილს, ისინი არიან გადმოყვანილი მარნეულიდან. საბედნირეოდ არც ერთი არ არის კოვიდინფიცირებული. მათი მდგომაროება არის სტაბილური", - აღნიშნა ლევან რატიანმა. 


close დახურვა